ცენტრის საპროთეზო ორთოპედიული საწარმოში გამოყენებული ყველა მასალა არატოქსიურია, ეკოლოგიურად სუფთაა და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. საწარმოს მაღალკვალიფიციური პერსონალი პაციენტის სურვილისა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საპროთეზო-ორთოპედიულ პროდუქციას.

ნაწარმის დამუშავება-დამზადება ხდება გერმანული ფირმის “ოტობოკის”-ის დაზგა-დანადგარების, სამარჯვებისა და ინსტრუმენტების საშუალებით.

პროთეზირება ხორციელდება როგორც პოლიპროპილენის, ე.წ. შვეიცარული, ასევე უფრო მაღალფუნქციური მოდელური ტექნოლოგიით. გამოიყენება, როგორც “ოტობოკის” – კომპონენტები ასევე, მისი უფრო დაბალფასიანი ანალოგები.

კომპონენტების შერჩევა ხდება პაციენტის სურვილის გათვალისწინებით. პროტეზის ფიქსაციისთვის გამოიყენება ვაკუუმ-ფიქსატორები, სილიკონის ბუდეები ან სპეციალური ქამრები.

ცენტრი ასევე ახორციელებს რუსული ტექნოლოგიით წარმოებული ტყავის პროთეზების წარმოებასა და შეკეთებას.

ცენტრის საპროთეზო ორთოპედიული საწარმო უზრუნველყოფს ყველა სახის ორთოპედიული ნაწარმის დამზადებას, როგორიცაა ქვედა და ზედა კიდურების ორთეზები, ტერფსაფენები, ხერხემლის კორსეტები, ბანდაჟები, დღისა და ღამის არტაშნები და სხვა.