ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ.7
571006580
info@protezi.ge

საქმიანი ვიზიტი დუდერშტადში

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

საქმიანი ვიზიტი დუდერშტადში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი, სამსახურის მოადგილე ჯანდრი უბირია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი გერმანიის ქალაქ დუდერშტადში საპროთეზო ცენტრის – “ოტტობოკის” ხელმძღვანელობას შეხვდნენ. კომპანიას არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს. 
ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში საპროთეზო ცენტრი და პროთეზების მუშაობა დაათვალიერა, ასევე პროთეზების დამზადების პროცესებს და რეაბილიტაციის საჩვენებელ კურსს ადგილზე გაეცნო. საქმიანი შეხევდრა შედგა დირექტორთან კალუს ფროლიხთან, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ მენეჯერთან დიმიტრი დანიჩენკოსთან და კოორდინატორ ეკატერინა ველმთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ვეტერანებისთვის სამომავლოდ პროთეზირების მომსახურების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები განიხილეს, რომელიც როგორც ვეტერანთა თანამედროვე სტანდარტების პროთეზებით უზრუნველყოფას, ასევე საქართველოში ფართო პროფილის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას გულისხმობს.
მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სამოქმედო გეგმა გრაფიკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, ირაკლი შიხიაშვილის მოწვევით გერმანული მხარე პაციენტების მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით საქართველოს ესტუმრება.

 

 

კომენტარის დატოვება