იოგას ცენტრი „ანანდა”-ს ორგანიზებით 31 მაისს, 16:00 საათზე თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება.

აქციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეალურად დაანახოს საზოგადობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას, იოგას.

მარათონი შაბათს, 16:00 საათზე დაიწყება და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები გახსნიან, რომლებიც თანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ. ღონისძიების დანარჩენი მონაწილეები კი იოგის პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმებას შეასრულებენ. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები განსაკუთრებული პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

„საქველმოქმედო ღონისძიებით კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ცენტრი და მისი ინდოელი მასწავლებლები ასეთ ბავშვებს სხვა პატარებთან ერთად ავარჯიშებენ ყოველ კვირას და სახალისო თამაშებით ცდილობენ მიაჩვიონ ბავშვები საკუთარი სხეულის მართვას და რაც მთავარია ერთმანეთზე ზრუნვას”. – განაცხადა მარათონის ორგანზატორმა ქალბატონმა ედიტა დანილიანმა. „მარათონში მონაწილეობის თანხა სიმბოლურია და იგი პირდაპირ კავშირ „ია”ს ანგარიშზე გადაირიცხება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო ღონსძიებაში და მეტმა კომპანიამ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ასეთი პატარებისადმი” – დაამატა ღონისძიების ორგანიზატორმა.

საქველმოქმედო იოგა-მარათონის გენერელური სპონსორია სპორტკომპლექსი არენა, რომელმაც შშმ პატარებისა და გამარჯვებულებისათვის სპეციალური პრიზები დააწესა. მარათონში მონაწილე თითეული მარათონელი ანანდასგან წახალისდება გაწეული ქველმოქმედებისათვის და იოგაზე დასასწრებ მინი აბონიმენტს მიიღებს საჩუქრად.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 260 60 16 / 599 42 99 88, ან ეწვიეთ შემდეგ გვერდს: https://www.facebook.com/anandatbilisi

%d bloggers like this: