შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

ხვალ „შერატონ მეტეხი პალასში“ მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს. ხვალვე დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის. მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განმარტებით, ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების […]