შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების მხარდასაჭერად

იოგას ცენტრი „ანანდა”-ს ორგანიზებით 31 მაისს, 16:00 საათზე თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება. აქციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეალურად დაანახოს საზოგადობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას, იოგას. მარათონი შაბათს, 16:00 საათზე დაიწყება და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები გახსნიან, რომლებიც თანატოლებთან […]

ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟი

”შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი” გთავაზობთ სარეაბილიტაციო თერაპიას ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო ვარჯიშებითა და მასაჟით ყველა ხარისხისა და ფორმის სქოლიოზის, კიფოზის, ლორდოზის, ცერებრული დამბლის, სამშობიარო ტრამვების, დისპლაზიების, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში. კვალიფიციური ექიმების მიერ შეირჩევა თქვენთვის საჭირო და ეფექტური ვარჯიშებისა დამასაჟის კურსი, რომელიც ჩაგიტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებითა და მეთვალყურეობით. სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს რეკომენდებული რეჟიმის […]

ამერიკელი გენერალი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროგრამას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის J-4 ლოგისტიკის დირექტორი, ბრიგადის გენერალი ბლაინ ჰოლტი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. მხარეებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარების პროგრამის […]

ვაკანსია ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ამბულატორიული პაციენტების მომსახურეობა; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; დაწესებულების შინაგანაწესის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება; სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში; სამუშაო გამოცდილება არაუმცირეს 3 წლისა. დამატებითი მოთხოვნები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ენერგიულობა,  ორგანიზებულობა. სამუშაო გრაფიკი: […]

სამხედრო ექიმის დღე

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს.  ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დღეს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გახსნა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით სამხედრო ჰოსპიტალს დღეიდან დაღუპული ექიმის სახელი მიენიჭა.დღესვე ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტლის ხელმძღვანელთან ერთად დაღუპული მედიკოსების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ […]

პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონალური და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით,საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება. თავდაცვის სამინისტრო პარაოლიმპიურ […]

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” და კაშირი „სტუდია ეი-დი-დი”-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” გამართეს. ღონისძებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდა. მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოებას […]

კონფერენცია თემაზე: „მორალი და ფსიქოლოგიური დახმარება, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანება“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ 14-16 მაისს ჩატარდა კონფერენცია მებრძოლთა ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე. კონფერენციაზე განიხილეს „დაჭრილ მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების განვითარების“ (Wounded Warrior BAC-G) პროგრამა. თავდაცვის სამინისტროს მორალისა და ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების უფროსმა მიმოიხილა მათ მიერ წარმოებული საქმიანობა თავდაცვის სამინისტროში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების […]

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის ვიზიტი

დღეს შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ. მათ რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრა და ცენტრის ამჟამინდელ შესაძლებლობებს გაეცნენ. „შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი, სადაც […]