18 Mar 2015
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე შექმნილი სპეციალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
დღეს თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე შექმნილი სპეციალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ
პირთათვის შენობა-ნაგებობებში შესაბამისი ადაპტირებული გარემო შექმნას.
"ჩვენ აუცილებელია სხვადასხვა პროგრამები და პროექტები განვახორციელოთ. საინფორმაციო კამპანიები ჩავატაროთ, შესაბამისად, ამ და სხვა საკითხებზე საუბარი იქნება დღეს საბჭოს პირველ სხდომაზე", - აღნიშნა ნარმანიამ.
სპეციალური საბჭო მერიაში ახლახან შეიქმნა და მას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.
