ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ.7
571006580
info@protezi.ge

protezi.ge

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

ვაკანსია ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ამბულატორიული პაციენტების მომსახურეობა; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; დაწესებულების შინაგანაწესის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება; სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში; სამუშაო გამოცდილება არაუმცირეს 3 წლისა. დამატებითი მოთხოვნები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ენერგიულობა,  ორგანიზებულობა. სამუშაო გრაფიკი:…
Read more

სამხედრო ექიმის დღე

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს.  ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დღეს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გახსნა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით სამხედრო ჰოსპიტალს დღეიდან დაღუპული ექიმის სახელი მიენიჭა.დღესვე ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტლის ხელმძღვანელთან ერთად დაღუპული მედიკოსების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ…
Read more

პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონალური და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით,საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება. თავდაცვის სამინისტრო პარაოლიმპიურ…
Read more

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” და კაშირი „სტუდია ეი-დი-დი”-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” გამართეს. ღონისძებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდა. მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოებას…
Read more

კონფერენცია თემაზე: „მორალი და ფსიქოლოგიური დახმარება, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანება“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ 14-16 მაისს ჩატარდა კონფერენცია მებრძოლთა ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე. კონფერენციაზე განიხილეს „დაჭრილ მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების განვითარების“ (Wounded Warrior BAC-G) პროგრამა. თავდაცვის სამინისტროს მორალისა და ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების უფროსმა მიმოიხილა მათ მიერ წარმოებული საქმიანობა თავდაცვის სამინისტროში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების…
Read more

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის ვიზიტი

დღეს შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ. მათ რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრა და ცენტრის ამჟამინდელ შესაძლებლობებს გაეცნენ. „შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი, სადაც…
Read more

„ორთოტეკის“ წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საპროტეზო-ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული ფირმის „ორთოტეკის“ სპეციალისტი კადირ შაირი. კადირ შაირმა ტრეინინგ-სემინარებზე ცენტრის თანამშრომლებს გააცნო საპროტეზო-ორთოპედიული სფეროს სიახლეები, რომელიც დანერგილია და წარმატებით ხორციელდება თურქეთში, ისაუბრა ტექნიკოს-პროტეზისტებისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებასა და საჭიროებებს. ვიზიტის ფარგლებში თურქმა სპეციალისტმა განახორციელა პროტეზირებასთან დაკავშირებული…
Read more

სამუშაო შეხვედრა შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

22 და 23 იანვარს შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ამპუტირებულთა მოვლისა და სარეაბილიტაციო მომსახურების პოტენციალის შექმნის შესახებ.  შეხვედრას ესწრებოდნენ: ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროშითანამშრომლობის ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საპროთეზო-ორთოპედიულ ნაკეთობათა გერმანულ კომპანია “ოტობოკიდან” მოწვეული ექსპერტები, უცხოელი და ადგილობრივი ინჟინერ-ექსპერტები. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის შენობა, გაეცნენ მის სიმძლავრეებს, შეაფასეს თანამშრომელთა შესაძლებლობები, განიხილეს შენობის რეაბილიტაციის,…
Read more

ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს. განათლების სამინისტროში დღეს “პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის” პრეზენტაცია გაიმართა.საქართველოს განათლების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების სამინისტროს ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში მოხდება: საკანონმდებლო მზაობის შექნა პროფესიული ინკლუზიური განათლებისათვის; პროფესიულ სასწავლებლებში ადექვატური ფიზიკური და…
Read more

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ცხოვრების მანძილზე. ჯანმო-ს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აგრეთვე  ინფორმირებულობის დონის…
Read more