ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ.7
571006580
info@protezi.ge

protezi.ge

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დღეს კონფერენციას “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები” გამართავს.როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება. კონფერენციის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამება; სამთავრობო სტრუქტურებთან და სფეროთი დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებთან…
Read more

ბიძინა ივანიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს სამართლიანობის აღდგენას პირდება

“სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. “ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, გპირდებოდით, რომ სამართლიანობა აღდგება, პირველ რიგში, ეს სამართლიანობა თქვენთან მიმართებაში უნდა…
Read more

ილიაუნის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება

ილიაუნის თეატრში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება. “ზამთრის სიზმარი”- ამ სახელწოდების პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, თიკო მუზაშვილია. სპექტაკლში მონაწილეობას აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლე, მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ.წინასაახალწლო ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის და ფონდ…
Read more

მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა გამართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს. სამინისტროს გადაწყვეტილებით ასევე მნიშვნელოვნად გამარტივდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება, სმენის აპარატი და კოხლეარული იმპლანტი) მიღების პროცედურები. პროგრამაში შესაბამისი…
Read more

18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო დააზღვევს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შშმპ) დააზღვევს. დღესდღეობით საქართველოში 18 წლამდე ასაკის 8645 შშმ პირია რეგისტრირებული, რომლებიც სახელმწიფოსგან ყოველთვიური პენსიის სახით 70 ლარს იღებენ.„მთავარი ამოცანაა, არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე, მიუხედავად მისი ოჯახის…
Read more

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

ხვალ „შერატონ მეტეხი პალასში“ მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს. ხვალვე დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის. მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განმარტებით, ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების…
Read more